რომანსი კ/ფ-დან "დღე პირველი, დღე უკანასკნელი"

რომანსი კ/ფ-დან "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" a song by პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი on Foxsoundi — Free Music, Smart Streaming for Everyone

რომანსი კ/ფ-დან "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" by პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი

რომანსი კ/ფ-დან "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" Lyrics

ქარი კვლავ არხევს
ნაცნობ ლელიანს
და ბულბულები
ისევ მღერიან
კვლავ ძველებურად გველიან
ჩვენი ნაცნობი ვერხვები
ჩვენ კი არასდროს
აღარ შევხვდებით
დღეს ჩვენი გზებიც დაშორდნენ
დაშორდით ცივად, უხეშად
და მოგონება
დამრჩა ნუგეშად

გზა მშვიდობისა
კარგად მენახე
თუ მოგენატრო
ნუ დამიძახებ
რაც უკვე გაქრა, წავიდა
ვეღარ დავიწყებ თავიდან
არ დამიძახო
გესმის, არ მინდა
განმეორება ძნელია
თუმცა ვერხვები გველიან
და ბულბულები
ისევ მღერიან

From the album: XX საუკუნის შედევრები