სადაც გინდა იქ ილოცე

სადაც გინდა იქ ილოცე a song by პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი on Foxsoundi — Free Music, Smart Streaming for Everyone

სადაც გინდა იქ ილოცე by პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკი

სადაც გინდა იქ ილოცე Lyrics

როცა უსმენ დილის საარს
გული მკერდქვეშ გასძლებს განა
გაფრენა მსურს, მეძახიან
ხარფუხი და აშფაშხანა
თბილისური დილა სხვაა
აგისრულებს ყველა ზრახვას
მეიდანზე ჩაივლი და
თვალი რას არ დაინახავს
მეჩეთი და სინაგოგა
აქ სიონი წმინდათ-წმინდა
კაცი იყავ კაცური და
იქ ილოცე სადაც გინდა
კაცი იყავ კაცური და
იქ ილოცე სადაც გინდა

იმისი მწამს, ვინც ძმაკაცთან
შემახვედრებს, შემაერთებს
მე კაცს ვეძებ, თორემ, აბა
სადა ვდიო ამდენ ღმერთებს
ვისაც გინდა დაუჩოქე
შეევედრე ვისაც გინდა
ოღონდ კაცად ივარგე და
ან ნამუსი გქონდეს წმინდა
და შენც ამას გეტყვი, ქალო
ჩემს სიტყვას ნუ გაიოცებ
ოღონდ ჩემი იყავი და
სადაც გინდა იქ ილოცე
ოღონდ ჩემი იყავი და
სადაც გინდა იქ ილოცე
სადაც გინდა იქ ილოცე
სადაც გინდა იქ ილოცე

From the album: XX საუკუნის შედევრები